უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან მყოფი რუს ჯარისკაცთა რაოდენობა 60 ათასს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყირიმის ტერიტორიაზე 21,5 ათასი რუსი სამხედროა. უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ საზღვრებზე თავმოყრილ რუს სამხედროთა რაოდენობა კი 60 ათასს უტოლდება.
"ჩრდილოეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთის მიმართულებებზე უკრაინის საზღვართან არ გამოვრიცხავთ რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკური ფორმირებების შექმნას, სადაც გრძელდება პროვოკაციები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში „ყირიმის სცენარის" განმეორებისათვის პირობების შესაქმნელად",_ განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ ტენიუხმა.
მასალის გამოყენების პირობები