რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტმა სერგეი ლავროვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსკოვის პრინციპული პოზიცია ყირიმის რეფერენდუმთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.
რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ უკრაინის სამხრე აღმოსავლეთ ნაწილებში გახშირებული პროვოკაციები, რომლებსაც ულტრანაციონალისტური და რადიკალური ძალები აწყობენ უკვე ადამიანთა მსხვერპლამდე მივიდა.
„სერგეი ლავროვმა მოუწოდა გამოყენებულ ქნეს აშშ-ს გავლენა კიევის ხელისუფლებაზე, რათა მათ მიიღონ ქმედითი ზომები მასობრივი უკანონობის აღსაკვეთად და იმ განუკითხაობის აღსაკვეთად, რომელიც რუსულენოვანი მოსახლეობის და სხვაგვარად მოაზროვნე უკრაინული მოსახლეობის მიმართ ხორციელდება",_ ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები