რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ კრენლის პრესსამსახური ავრცელებს.
„ორი ქვეყნის ლიდერმა უკრაინაში შექმნილი კრიზისი და ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმი განიხილეს. საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ხალხის თვითგამორკვევის პროცესი საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით რეალიზდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი პატივს სცემს ყირიმის მცხოვრებლების არჩევანს",_ იუწყება კრენლის პრესსამსახური და აღნიშმავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საუბრისას ასევე გამოხატა შეშფოთება უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ რაიონებში დაძაბულობის ზრდასთან დაკავშირებით, რომლებსაც რადიკალური დაჯგუფებები კიევის ხელისუფლების წაქეზებით ახორცილებენ.
მასალის გამოყენების პირობები