უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იგორ ტენიუხი იმედოვნებს, რომ უკრაინის უმაღლესი რადა უახლოეს დღეეში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. განცხადება ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ საკითხი უახლოეს დღეებში რადის მიერ იქნება განხილული. იმისათვის, რომ მობილიზაციას შევუდგეთ ამისათვის რადის გადაწყვატილებაა საჭირო", - განაცხადა ტენიუხმა და აღნიშნა, რომ ნაციონალურ გვარდიაში ადამიანების მიღება სრული სვლით მიდის.
მასალის გამოყენების პირობები