ყირიმის მცხოვრებთა ნახევარზე მეტმა რეფერენდუმში მონაწილეობა უკვე მიიღო. განცხადება ამის შესახებ ყირიმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმერ კონსტანტინოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„კონკრეტული ციფრების დასახელება ჩემს კომპეტენციაში არ შედის, თუმცა აქტიურობამ 50 % უკვე გადააჭარბა",_ განაცხადა კონსტანტინოვმა და აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი ბოლო წლების მაჩვენებელთან შედარებით ყველაზე მაღალია.
მასალის გამოყენების პირობები