რუსეთის დუმის დეპუტატმა მიხეილ ბრეგჩაკმა სევასტოპოლის ცენტრალურ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ყირიმის ცხოვრებლებს „სწორი არჩევანის" გაკეთება უკვე მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„თქვენ ისტორიას წერთ და ხართ შემოქმედი ისტორიული მოვლენისა, რომელსაც მთელი აცობრიობისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება. თქვენ ხალხი- ხართ უმაღლესი გონი და ხელისუფლების უმაღლესი ორგანო",_ განაცხადა დეპუტატმა სცენიდან.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ დეპუტატის სიტყვით გამოსვლის დროს, სცენაზე რუსული და ყოფილი საბჭოთა კავშირის დროშები აიტანეს.