საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე გიგა ბუკია ოთხდღიანი ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილესთან პრშემისლ სობოტკასთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრებთან.
ზვიად ძიძიგური და გიგა ბუკია აგრეთვე შეხვდებიან „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის - ჩეხეთის სახალხო პარტიის" (KDU-ČSL)თავმჯდომარეს, ვიცე-პრემიერს ბ-ნ პაველ ბელობრადეკს.
ვიზიტის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე გიგა ბუკია ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს იან ჰამაჩეკს შეხვდებიან.