თუ რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარს გადაკვეთენ, ეკონომიკური სანქციები რუსეთზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორების დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა.
"ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური სანქციები რუსეთზე საკმაოდ სერიოზულად იმოქმედებს ისევე, როგორც ეს ირანში მოხდა. ყველა ვთანხმდებით, რომ ასეთი სანქციების შემდეგ ირანელები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. ეკონომიკური სანქციები კომპანიების, ხელისუფლების და კონკრეტული პირების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია და მას ექნება გავლენა," - აღნიშნა მაკკეინმა.
სენატორის თქმით, რუსეთის არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება კონსტიტუციური და კანონიერია.
მასალის გამოყენების პირობები