ყირიმის გაუქმებული პარლამენტსი სპიკერი სერგეი აკსენოვი აცხადებს, რომ ყირიმის უმაღლესი საბჭო, რეფერენდუმის შედეგებს ორშაბათის სხდომაზე დაამტკიცებს. ეს განცხადება მან რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთა.
„ხვალ ჩვენ 10:00 საათზე სესია გვაქვს, რომელიც რეფერენდუმის შედეგებს დაამტკიცებს",_ განაცხადა აკსენოვმა.
ამავე დროს აკსენოვი აცხადებს, რომ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტიურობა 2012 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე არსებულთა შედარების საკმაოდ მაღალია. რამდენიმე რაიონი უკვე იუწყება, რომ ამომრჩველთა აქტიურობამ მათთან უკვე 25 % შეადგინა",_ აცხადებს აკსენოვი.