უკრაინის ელჩი ვასილი ციბენკო საქართველოს მთავრობასა და ხალხს მადლობას უხდის უკრაინის ერთიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ, ელჩმა უკრაინის საელჩოსთან აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმი არაკანონიერია.
,,მადლობა ქართველ ხალხსა და მთავრობას მხარდაჭერისთვის. მადლობა, რომ თქვენ მხარს უჭერთ უკრაინის ერთიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთი იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას და განაგრძობს უკრაინის ტერიტორიის ინტერვენციას. რეფერენდუმი, რომელიც უკრაინაში ტარდება უკანონოა, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინისა და საერთაშორისო კანონმდებლობას", _განაცხადა ვასილი ციბენკომ.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმს საქართველოში აპროტესტებენ
ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმს საქართველოში აპროტესტებენ. აქცია უკრაინის საელჩოსთან მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ ყირიმი მიმდინარე რეფერენდუმი არაკანონიერია და ყირიმი უკრაინაა.