უკრაინელი სამხედროები ყირიმიდან არ წავლენ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება ე.წ. რეფერენდუმის შედეგი. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა ვიტალი იარემამ „უკრაინულ პრავდასთან" საუბარში გააკეთა.
„არავითარი კანონოიერი ქმედებები ყირიმში არ განხორციელდება. იმას რასაც „რეფერენდუმს" უწოდებენ ეს არის რუსეთის გეგმა ცნობილი შედეგით. გამოცხადდება, რომ ყირიმელების 70-80 % ყირიმის უკრაინისაგან გამოყოფა და რუსეთთან მიერთება სურს. ეს მაჩვენებელი უკვე წერია მოსკოვში",_ აცხადებს იარემა და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს ყირიმის ტერიტორიაზე, იმედი რჩება იმისა, რომ ყველა ეს პროვოკაცია არ დასრულდება ადამიანების დაღუპვით.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ იქნება გამოყენებული იარაღი უკრაინელი სამხედროების მიმართ - ისინი თავს დაიცავენ.
„თუ იქნება გამოყენებული იარაღი უკრაინელი სამხედროების მიმართ - ისინი თავს დაიცავენ. ჩვენ კი ჩავატარებთ ოპერაციას ყირიმში დარჩენილი ხალხის გადასარჩენად",_ აცხადებს იარემა და ხაზგასმით აღნიშნავს:
„უკრაინელი სამხედროები ყირიმიდან არ წავლენ, როგორიც არ უნდა იყოს ე.წ. რეფერენდუმის შედეგი. ეს ჩვენი ტერიტორიაა, რეფერენდუმს კი ჩვენთვის არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია.
ყირიმი იყო არის და იქნება უკრაინის ტერიტორია. ყირიმი დაკარგული არ არის, ის ოკუპირებულია და უკრაინის ტერიტორიად რჩება",_ აცხადებს იარემა.
მასალის გამოყენების პირობები