ყირიმელი თათრების მეჯლისმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას დახმარებისათვის მიმართა. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომელიც 75 ისლამურ სახელმწიფოს აერთიანებს, მეჯლისი მოუწოდებს დახმარება დასწიოს ყირიმის კრიზისის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში.
ამის შესახებ ნათქვამია სპეციალურ მიმართვაში, რომელიც ორგანიზაციის გენერალური მდივნის იად ბინ ამინ მადანის სახელზეა დაწერილი და მეჯლისის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
„ყირიმელი თათრები, რომელთა მიმართ, კომუნისტურმა რეჟიმმა მე-20 საუკუნის შუა წლებში გენოციდი განახორციელა ახალი ტრაგედიის გადატანის რისკის ქვეშ დგანან.
გთხოვთ, გამოიყენოთ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ავტორიტეტი შექმნილი კრიზისის მშვიდობიანად დარეგულირების საქმეში. მოგიწოდებთ იყოთ გადამწყვეტად განწყობილნი მშვიდობისა და სამართლიანობისათვის და ყირიმში მცხოვრები ათასობის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისათვის",_ ნათქვამია მიმარვაში.
მეჯლისი აღნიშნავს, რომ დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო იმ ძვრების მოლოდინშია, რომლებიც შეიძლება ყირიმის კრიზისის მომავალ გაღღმავებასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უსამართლოდ ცვლილებას მოჰყვეს.
„მოვლემები რომლებიც უკრაინაშიმ ერძოდ კი ყირიმში ვითარდება შესაძლოა გლობალურ ჰუმანიტარულ კატასტროფად იქცეს ორ მილიონზე მეტი აქ მცხოვრები ადამიანისათვის, განსაკუთრებით კი ყირიმელი თათრებისათვის, რომლის ტრადიციული რელიგია -ისლამია", - ნათქვამია მიმართვაში და იქვე აღნიშნულია, რომ ყირიმში 27 თებერვალს „უპასუხისმგებლო" პოლიტიკოსების მიერ სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და რუსული ჯარის შეყვანა დაიწყო.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ 12 მარტის მდგომარეობით, რუს ჯარისკაცთა რაოდენობამ ყირიმში 30 ათას სამხედროს გადააჭარბა.
„მათ დაბლოკეს უკრაინული არმიის სამხედრო გარნიზონები, დაიკავეს აეროპორტები, ადმინისტაციული შენობები, ჩაკეტეს ყირიმში შესასვლელები და გამოსასვლელები. ამავე დროს მთელი ყირიმის მშვიდობიანი მოსახლეობა უიარაღოა. მოვლემების ასეთი განვითარებაა მოსალოდნელი კონფესიათა კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, რომლის მთავარი მსხვერპლი ყირიმის მცირერიცხოვანი მუსულმანური მოსახლეობა - ყირიმელი თათრები იქნებიან",_ ნათქვამია მიმართვაში.