ყირიმში საარჩევნო უბნებზე ბიულეტენებს ურიგებენ მათ ვინც საარჩევნო სიებში არ არიან. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე ჟურნალისტმა ეკატერინა სერგაცკოვამ გაავრცელა.
„რეფერენდუმი ჩაითვალოს ღიად! მე რუსეთის მოქალაქე ვარ და ჩაწერა სიმფეროპოლში მაქვს, მივიღე ბიულეტენი სიტყვებით: ნუ, რადგანაც აქ ცხოვრობთ ესე იგი ხმის მიცემაც შეგიძლიათ",- დაწერა მან.
„ქალბატონმა, რომელმაც მე საარჩევნო სიაში ვერ მნახა, ბრალოდ ჩაწერა ჩემი გვარი სხვა ნუსხაში", - წერს ჟურნალისტი.
მეორე თვითმხილველი წერს, რომ საარჩევნო უბნებზე მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც სიაში არ ირიცხებიან.
„მაგრამ ეს პრობლემა არ არის. იქვე ადგილზევე აკეთებენ პასპორტის ქსეროასლს, შეჰყავთ ადამიანი დამატებით სიაში და მორჩა, შგიძლია მისცე ხმა", - ამბობს მთვითმხილველი ლეონიდ კოლესნიკოვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.