რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ტელეფონით ესაუბა და კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმი ყველა საერთაშორისო ნორმას შეესაბამება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გამართული სატელეფონი საუბრის დროს განაცხადა, რომ რეფერენდუმი კანონიერია ხოლო უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას ულტრანაციონალური დაჯგუფებები ატერორებენ.
„საუბარი 15 მარტს ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა",_ იუწყება სერგეი ლავროვის უწყება.