„საფრანგეთი სანქციების გამკაცრების შემთხვევაში რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გეგმებს გადახედავს, იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის კრიზისის დარეგულირების ირგვლივ ზომებს არ მიმართავს",_ განცხადება ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა „როიტერთან" საუბრისას გააკეთა.
ოლანდმა ასევე პასუხი გასცა კითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა საფრანგეთი ავიამზიდებთან დაკავშირებული კონტრაქტი გააუქმოს, რომლის საფასური 1.2 მილიარდი ევროა.
„რაც შეეხება სანქციებს, სამხედრო სფეროში თანამშრომლომლობის გადახედვა, მათი მესამე დონის ნაწილი უნდა გახდეს",_ განაცხადა პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე საფრანგეთის უმაღლესი პირები უარს აცხადებდდნენ პირდაპირი პასუხი გაეცათ 2011 წელს „მისტრალების" მიწოდების შესახებ გაფორმებული კონტრაქტების მიწოდებასთან დაკავშირებულ კონტრაქტებზე.
მასალის გამოყენების პირობები