„უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, რეფერენდუმის შემდეგ ან ახალი კანონიერი მთავრობის წინაშე დადებენ ფიცს ან აქედან წავლენ",_ განცხადება ამის შესახებ ყირიმის ე.წ. პრემიერმა სერგეი აკსენოვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ კუთვნილ ხელფასებს გადაუხდიან.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სამხედრო ნაწილი 17 მარტს ყირიმის მთავრობის მხარეს გადავლენ ან თადარიგში გავლენ. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჯარისკაცებთან და ოფიცრებთან",_ აცხადებს აკსენოვი და აღნიშნავს, რომ მათ, ვინც „არ მოისურვებს იმსახუროს ჯერ ყირიმის ჯარში, ხოლო შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის არმიაში მიეცემათ საშუალება ავტონომიის ტერიტორია დატოვონ".
მასალის გამოყენების პირობები