ყირიმში მდებარე უკრაინული სამხედრო ნაწილის სარდლობა მზადაა ოკუპანტების მიმართ ცეცხლი გახსნას, იმ შემთხვევაში თუ კიევიდან მკაფიო დირექტივებს არ მიიღებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აეროდრომ „ბელბეკში" დისლოცირებული ტაქტიკური ავიაციის 204 -ე ბრიგადის მეთაური იური მამჩუკი უკრაინის ხელმძღვანელობას, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბს მიმართავს და მომავალი ქმედებების შესახებ მკაცრ დირექტივებს ითხოვს.
„ვინადან ამ მომენტისათვის მას აქვს მხოლოდ ზეპირი განკარგულება თავი შეიკავოს და იარაღი არ გამოიყენოს". მეთაური აღნიშნავს, რომ თუ უახლოეს დროში ყირმში არ ჩამოვა „დირექტიული ფორმის" განკარგულებები, ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების წესდების მიხედვით იმოქმედებენ, მათ შორის ცეცხლსაც გახსნიან.
მეთაური აცხადებს, რომ ყოველ დღე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან ყირიმში არსებული უკრაინული სამხედრო ნაწილების მიმართ ულტიმატუმებ სულ უფრო და უფრო მკაცრ ხასიათს იღებენ.
„გთხოვთ უმოკლეს ვადაში მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი მომავალი ქმედებების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება პირადი შემადგენლობისათვის, მათი ოჯახის წევრებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში",_ აცხადებს მეთაური და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მომავალი ქმედებების შესახებ ყირიმში დისლოცირებულ ყველა სამხედრო ნაწილს გაეგზავნოს.
„თქვენს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიუღებლობის შემთხვევაში წესდების მიხედვით ვიმოქმედებთ, მათ შორის ცეცხლსაც გავხსნით",_ აცხადებს მამჩუკი და აღნიშნავს, რომ ყირმში მყოფი უკრაინელი სამხედროები კარგად აცნობიერებენ, რომ რცხობრივი უპირატესობის გამო რუს სამხედროების წინააღმდეგობას დიდხანს ვერ გაუწევენ.
„მიუხედავად ამისა მზად ვართ ჩვენი ვალი შევასრულოთ",_ ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები