ყირიმსა და უკრაინას შორის საზღვარი სახელმწიფო საზღვრად შესაძლოა უკვე 17 მარტს გადაკეთდეს, თუ რეფერენდუმის შედეგად რუსეთთან მიერთება გადაწყდება. განცხადება ამის შესახებ ყირიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი აკსენოვმა გააკეთა.
„მე მომხრე ვარ იმის, რომ საზღვარი უკვე 17 მარტს დადგინდეს",_ განაცხადა აკსენოვმა და აღნიშნა, რო რუსეთის ფედერაციაში შესვლის შემთხვევაში ყირიმის შეიარაღებული ძალები ფიცს უკვე რუსეთის ფედერაციის წინაშე დადებენ.
„მათ ფიცი რუსეთის წინაშე უნდა დადონ, ყველა ჩვენი სამხედრო ამის შესახებ წინასწარ გაფრთხილებულია და ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება",_ განაცხადა აკსენოვმა.
მასალის გამოყენების პირობები