ყირიმში რეფერენდუმის ჩატარების საარჩევნო კომისიის განცხადებით, რეფერენდუმისათის უკვე დარეგისტრირებულია 50 დამკვირვებელი მსოფლიოს 21 ქვეყნიდან. ეს განცხადება კომისიის ხელმძღვანელმა მიხაილ მალიშევმა გააკეთა.
„დარეგისტრირებული გვყავს 50 პოლიტიკოსი და დამკვირვებელი მსოფლიოს 21 ქვეყნიდან. მათ შორის ისრაელიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან",_ განაცხადა მან.
მალიშევი ასევე აცხადებს, რომ დამკვირვებელთა შორის იქნებიან დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის პარლმენტების დეპუტატები, იქნებიან ასევე ევროპარლამენტარები.
მალიშევი ასევე აღნიშნავს, რომ დამკვირვებელთა რეგისტრაციის პროცესი გრძელდება.
„შემოსულია მოთხოვნების ექსპერტების, პოლირიკური მოღვაწეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან",_ აცხადებს მალიშევი.