2013 წელს საქართველოში ხორბლის იმპორტი 27 %-ით შემცირდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს საქართველოში 654,420.1 ტონა ხორბლის იმპორტი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2012 წელს ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის მოცულობამ 897,586.6 ტონა შეადგინა. „საქსტატის" ინფორმაციით, ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის 50 %-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის. 2013 წელს რუსეთიდან საქართველოში 492,346.0 ტონა ხორბალი შემოიტანეს, ხოლო 2012 წელს კი კი 364,008.6 ტონა. იმპორტიორ მონაცემებს შორის მეორე პოზიციაზეა ყაზახეთია, ხოლო მესამე პოზიციაზე კი უკრაინა. 2012 წლის მონაცემებით, კი იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზე ყაზახეთი, მეორეზე - რუსეთი, ხოლო მესამეზე შვეიცარიაა.
2013 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ღირებულებამ 184,336.6 ათასი დოლარი შეადგინა, 2012 წელს კი 239,953.1 ათასი დოლარი.
მასალის გამოყენების პირობები