უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი „უკრაინის ნაციონალურ გვარდიის შესახებ". კანონპროექტი რადაში, უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავმჯდომარემ ალექსანდრე ტურჩინოვმა შეიტანა.
კანონპროექტს ხმა დარეგისტრირებული 330 დეპუტატიდან 262 -მა მისცა.
კანონის მიხედვით, უკრაინის შს სამინისტროს შინაგანი ჯარი უკრაინის ნაციონალურ გვარდიად გარდაიქმნება. მისი შემადგენლობა 60 ათასსამდეა, რომელიც შესაძლოა უმაღლესი რადის დადგენილების მიხედვით გაიზარდოს.