ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელნაწერს „ვისრამიანი" რესტავრაცია ჩაუტარდა. ხელნაწერი "ვისრამიანი" გადაწერილია 1729 წელს. იგი წარმოადგენს სპარსული ძეგლის ორიგინალურ სისტემას. ხელნაწერი ილუსტრირებულია აღმოსავლური კულტურისათვის დამახასიათებელი მხატვრული სტილით.
ხელნაწერს ფურცლებზე აღინიშნებოდა ძველი რესტავრაციის ორი შრე. პირველი ფენა სავარაუდოდ XVIII-XIX საუკუნეს,ხოლო მეორე XX საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნებოდა. ხელნაწრს არ გააჩნდა ორიგინალი ყდა, ბლოკი ნაწილობრივ დაშლილი, ხოლო ფურცლები მოძველებული სარესტავრაციო მასალის ზემოქმედებით დეფორმირებული და მექანიკურად დაზიანებული იყო.
ხელნაწერს რესტავრაცია თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა.
მასალის გამოყენების პირობები