„საქართველო 2020" მიზნად ისახავს ქვეყანაში ინკლუზიურ/ყოვლისმომცველ ეკონომიმიკურ ზრდას, აღნიშნულის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა.
მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის „საქართველო 2020"-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანაში ინკლუზიურ/ყოვლისმომცველ ეკონომიმიკურ ზრდას. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი საბოლოო დამტკიცებამდე ღია და საჯაროა ყველასთვის, რადგან სამინისტროსთვის მისაღები და საყურადღებოა საზოგადოების თუნდაც ყველაზე კრიტიკული, თუმცა ჯანსაღი მოსაზრება.