რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2014 წლის ნობელის მსოფლიო მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ნორვეგიის ნობელის ისნტიტუტის დირექტორზე გეირ ლუნდესტადზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლუნდესტადის ინფორმაციით, 2014 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენილია კანდიდატების რეკორდული რაოდენობა 278 კანდიდატი და 47 ორგანიზაცია.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის წევრებმა, რომლებიც წელს სხდომაზე პირველად შეიკრიბნენ, ამ ნისხას თავისი წინადადებებიც დაამატეს უკრაინაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.
გარდა პუტინისა, მშვიდობის პრემიის კანდიდატების ნუსხაში ასევე შესულნი არიან რომის პაპი, პაკისტანელი აქტივისტი ქალი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი ედუვარდ სნოუდენი.