მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „თეთრი საყელო" მიმდინარე წელს გერმანულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნა და გამოცემაა. პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი მწერლების საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციას.
მიხეილ ჯავახიშვილი ერთ-ერთი უდიდესი ოსტატია მე-20 ს-ის ქართველ მწერალთა შორის, რომელმაც სათავე დაუდო ქართულ რეალისტურ რომანს. მან გაამდიდრა ქართული ლიტერატურა განსხვავებული ჟანრის - სოციალური, სათავგადასავლო, ფილოსოფიური და ისტორიული - რომანებით. „თეთრი საყელო" 1926 წელს დაიწერა და თავისი სიუჟეტისა და თემატიკის გამო, ყველა დროის ერთ-ერთ საინტერესო ქართულ რომანად რჩება.
პროექტი ინიცირებულია გერმანული გამომცემლობის Shaker Verlag GmbH - მიერ.
მასალის გამოყენების პირობები