საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: „უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიისა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ" რეზოლუციის მიღების საკითხის განხილვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის შესაბამისად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე.პარლამენტის ბიუროს 4 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული საკითხი უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მოთხოვნით შეტანილია საქართველოს პარლამენტის მორიგი სხდომის დღის წესრიგში, რომელიც, როგორც ცნობილია, უნდა გაიმართოს ხვალ, 5 მარტს.შესაბამისად, რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან", _ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები