აშშ სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კიევში ჩავიდა. აეროპორტში მას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი დეშიცა, კიევში აშშ-ს ელჩი ჯეფრი პაიეტი და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი დახვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კერი უკრაინის ხელისუფლებას შეხვდება.