„ვიქტორ იანუკოვიჩის ბედში რუსეთმა მონაწილეობა ჰუმანიტარული მოსაზრებებით მიიღო",_ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, უკრაინაში იანუკოვიჩი შეეძლოთ მოეკლათ.
„ის რომ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მის ბედში, ჩვენ ეს მხოლოდ ჰუმანიტარული მოსაზრებებით გავაკეთეთ. მე მგონია, რომ მას იქ უბრალოდ მოკლავდდნენ",_ განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე.