ევროკომისარმა, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს სახელით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრაზე მიიწვია, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისრები ყოველწლიურად, როგორც წესი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მართავენ.
ევროკომისრის თქმით, ამგვარი შეხვედრების ძირითადი მიზანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და პარტნიორობის გაძლიერებაა.