რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომის პერსპექტივით შეშფოთებული არ არის: რუსეთი არ იომებს.
„არა, მე ეს არ მაწუხებს, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ და არც ვიომებთ უკრაინელ ხალხთან",_ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნა:
„თუ ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მხოლოდ უკრაინელი მოქალაქეების დასაცავად და გაბედოს ვინმემ სამხედროთაგან და ესროლოს თავის ხალხს, რომელთა უკანაც ჩვენ ვიდგებით. წინ კი არა უკან ვიდგებით. გაბედონ და ქალებსა და ბავშვებს ესროლონ", _ განაცხადა პუტინმა.