ყირიმის მინისტრთა საბჭოს თვითგამოცხადებულ პრემიერს სერგეი აკსენოვს ყირიმში დანიშნული რეფერენდიმის ვადის შეცვლა კიდევ ერთხელ სურს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმში რეფერენდუმის ჩატარების თარიღი დღეს კიდევ ერთხელ დასახელდება.
აკსენოვი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, თარიღი - 30 მარტი კიდევ უფრო ახლო მომავალში გადმოიწევს. განცხადებები ამის შესახებ აკსენოვმა სიმფეროპოლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო და ჯერ არ მინდა კონკრეტული თარიღის დასახელება, რომ მერე სიყტვებზ არავინ გამომეკიდოს... სამუშაო ჯგუფი საჭირო ქაღალდების ფორმირებას ახლა ასრულებს",_ განაცხადა აკსენოვმა და აღნიშნა, რომ ყირიმში რეფერენდუმის ჩატარების ახალი ვადა დღეს გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ყირიმში რეფერენდუმი მხარის სტატუსის შესახებ 25 მაისს უნდა ჩატარებულიყო, შემდეგ ამ ტარიღმა 30 მარტს გადმოინაცვლა და როგორც ჩანს კიდევ შეიცვლება.
მასალის გამოყენების პირობები