უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ვლადიმერ პუტინის სატელეფონი საუბარი ჩაიგდეს ხელში.
„რუსეთი ცდილობს უკრაინის შეიარაღებული ძალები პროვოკაციაზე წამოაგოს და მათ სამხედრო მოქმედებები დააწყებინოს", - განცხადება ამის შესახებ ვოლინის სამხედრო კომისრის მოადგილემ ვლადიმერ ბონდარჩუკმა ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი ხელმძღვანელობასთან, რომელიც ახლა ყირიმში მყოფი რუსი სამხედროების ოპერაციებს ხელმძღვანელობს.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტი პუტინი ძალიან ინტერესდებოდა იმით თუ რატომ არ ხსნიან ცეცხლს უკრაინელი სამხედროები. „ის კითხულობდა, ხდენენ თუ არა რუსები მათ პროვოცირებას და დასტურის შემდეგ კვლავ დაინტერესდა თუ რითი პასუხობენ მათ უკრაინელი სამხედროები: „ისინი ჩვენ ფეხებზე გვიკიდებენ" - უპასუხეს პრეზიდენტს",_ აცხადებს ბონდარჩუკმა.
მასალის გამოყენების პირობები