ალექსანდრე ყაზბეგის 3 მოთხრობა - „ელისო", „ხევისბერი გოჩა", „ციცკა" გერმანულ ენაზე მიმდინარე წელს ითარგმნება და გამოიცემა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნა და გამოცემაა. პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი მწერლების საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციას.
"ციცკა" მწერლის პირველი ნაწარმოებია, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგმა 32 წლის ასაკში გამოაქვეყნა. „ელისო" და "ხევისბერი გოჩა" ერთ-ერთია იმ მრავალ ნაწარმოებთაგან, რომელმაც მწერალს დიდი აღიარება მოუტანა.
ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და "სამოციანელების" ტრადიციათა გამგრძელებელია. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებშიც აისახა.
პროექტი ინიცირებულია გერმანული გამომცემლობის Shaker Verlag GmbH - მიერ.