12 მარტს, თავისუფალი უნივერსიტეტში ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ორჰან ფამუქი თანამედროვე ლიტერატურის კვირეულს საჯარო ლექციით დაასრულებს. ხოლო 13 მარტს, მწერალთან შეხვედრა რუსთაველის თეატრში გაიმართება. მწერლის სტუმრობის ორგანიზატორია: თავისუფალი უნივერსიტეტი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
ორჰან ფამუქი თბილისს 14 მარტს დატოვებს.
მწერალი ორჰან ფამუქი დაიბადა 1952 წელს ქ. სტამბულში. ის თურქული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი მწერალი-რომანისტია, ნამუშევრები თარგმნილია ორმოცზე მეტ ენაზე. მიღებული აქვს წამყვანი თურქული და საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოები. 2006 წლის 12 ოქტომბერს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.