,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი კვლავ რუსეთის მხრივ გამოწვევის საგანი ხდება", _ამის შესახებ, ევროკომისარმა შტეფან ფულემ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თმით, მაშინ როდესაც საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებით აკვირდება ყირიმში მიმდინარე პროცესებს, პარალელურად დავიწყებული არ უნდა იქნას რუსეთის ქმედება საქართველოსთან მიმართებით.
,, იმ დროს, როცა საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება შეშფოთების ზრდას, რომელიც დაკავშირებულია ყირიმში მიმდინარე მოვლენებთან, მოდით, არ დავავიწყოთ რუსეთის ქცევა აქ, საქართველოში ასევე შეშფოთების საგანი გახლავთ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი კვლავ რუსეთის მხრივ გამოწვევის საგანი ხდება იმის ჩათვლით, რასაც ჰქვია ბარიერების და სამხედრო დანიშნულების კონსტრუქციების აღმართვა. ეს ხელს უშლის ადამიანების თავისუფლად მოძრაობას და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ აღნიშნულის აქცენტი იმის მიუხედავად, რომ დასავლეთის ყურადღება ახლა გაცილებით სხვა მოვლენებისკენ არის მიმართული. რუსეთმა აქაც, საქართველოში პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს და პატივი მიაგოს მისი მეზობლის_საქართველოს სუვერენიტეტს", - განაცხადა შტეფან ფულემ.