რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთი უარს იტყვის დოლარზე და საკუთარ ანგარიშსწორების სისტემას შექმნის.
„ჩვენ კარგი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს, ჩვენს პარტნიორებთან, აღმოსავლეთსა და სამხრეთში და ვიპოვით არა მხოლოდ იმის გამოსავალს, როგორ გავანულოთ ჩვენი ფინანსური დამოკიდებულება აშშ-სგან, არამედ ამ სანქციებიდან დიდი სარგებლით გამოვალთ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი გლაზევი.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების შემთხვევაში შეუძლებელი გახდება ამერიკული ბანკებისთვის კრედიტების დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირებმა რუსეთის მიერ უკრაინაში ჯარების შეყვანის საპასუხოდ განაცხადეს, რომ განიხილავენ წინადადებას რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ.