პლანეტის ყველაზე უძვირეს ქალაქად სინგაპური აღიარეს. ეკონომისტების მიერ ჩატარებული კვლევებითა და გამოკითხვებით დადგინდა, რომ 2014 წელს ცხოვრებისათვის ყველაზე ძვირი ქალაქი სინგაპურია.
სინგაპური ვალუტის, სინგაპურული დოლარის მაღალმა კურსმა, კომუნალური და საავტომობილო მომსახურების მაღალი ფასის სიძვირემ უზრუნველყო ის, რომ რეიტინგში სინგაპურმა ტოკიოს გადაუსწრო.
the Economist Intelligence Unit -ის რეიტინგში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე პარიზი, ოსლო, ციურიხი და სიდნეი . უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინდოეთის უდიდესი ქალაქები სიძვირის მიხედვით არც თუ მაღალ საფეხურზე აღმოჩნდნენ.