რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯარებს და სამხედრო შენაერთებს, რომლებიც ყირიმში შეიჭრნენ, გასცა ბრძანება, დაბრუნდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც პუტინც წარუდგინეს მოხსენება „სამხედრო სწავლების" წარმატებით ჩატარების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზნით, საერთაშორისო ნორმების სრული იგნორირებით, უბრძანა ჯარებს ყირიმში შესვლა, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა განიარაღებასა და ნახევარკუნძულის დაპყრობას ცდილობენ.
მასალის გამოყენების პირობები