2014 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,2 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების მატება 1,7 პროცენტით, რაც თებერვლის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,17 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების ზრდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (6,7 პროცენტი);
ფასები გაიზარდა ასევე სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფზე 1,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თებერვლის თვის ინფლაციაში 0,09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ღამის გასათევით მომსახურების ქვეჯგუფზე (2,5 პროცენტი) და საზოგადოებრივი კვების ქვეჯგუფზე (1,6 პროცენტი).