გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთმა ყირიმში თავის სამხედრო კონტიგენტი 25 ათასამდე გაზარდოს. მისივე თქმით, ეს ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განთავსების შეთანხმებითაა გათვალისწინებული.
„ჩვენ შეგვიძლია 25 ათასის კონცენტრირება მოვახდინოთ",_ განაცხადა ვიტალი ჩურკინმა იმის საპასუხოდ, რომ გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა ყირიმში სამხედრო კონტიგენტი არასანქცირებულად უკვე გაზარდა 16 ათას სამხედრომდე.
„ეს ჩვენი შეთანხმების ნაწილია",_ დასძინა ჩურკინმა.
ამასთან ერთად, ვიტალი ჩურკინს ასევე მძაფრი რეაქცია ჰქონდა გაეროში აშშ-ს წარმომადგენლის გამოსვლაზე, რომელმაც რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა.