,,მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის წინაშე დგას" - წერს გავლენიანი გაზეთი „შპიგელი". გაზეთის ინფორმაციით, გერმანული საზოგადოება ტელეეთერით მიმდინარე თოქ-შუში მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე ალაპარაკდა. თოქ-შოუს მრავალი გამოჩენილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე თუ პოლიტიკოსი ესწრებოდა.
განცხადება მოსალოდნელი მესამე მსოფლიო იმის შესახებ, რომელიც შესაძლოა უკრაინაში ამჟამად განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვიოს, გერმანიის მემარცხენე პარტიის ლიდერმა გრეგორი გისმა გააკეთა.
მან სასტიკად დაგმო ამჟამად ყირიმში მიმდინარე მოვლენები და შექმნილ სიტუაციაში ერთ ერთ გამოსავლად, რუსეთის აგრესიის შეჩერების, ჯერ კიდევ შესაძლებელ პროცესში საერთაშორისო დონის შუამავლების ჩართვა დაასახელა.
მისი აზრით, ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი კიევში უნდა გაიგზავნოს, ხოლო გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი კი მოსკოვში.
შეკრებილმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა აზრს, რომლის მიხედვითაც უკრაინის ბედი 25 მაისს, თავად უკრაინაშივე უნდა გადაწყდეს.
მასალის გამოყენების პირობები