რუსეთის დუმაში ყირიმის მიერთების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირეს.
კანონპროექტის ავტორი 16 რუსი დეპუტატია. კანონპროეტის მიხედვით, უცხო სახელმწიფოში სადაც შეუძლებელია გაფორმდეს მასთან საერთაშორისო ხელშეკრულება, იმ მიზეზით, რომ იქ არ არის ეფექტური სუვერენული სახელმწიფო ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქეები, დაიცვას მათი მშვიდობიანი ცხოვრება და სახელმწიფო ფუქნცია განახორციელოს, შესაძლებელია, ჩატარდეს რეფერენდუმი, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და თუ საკითხი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მხარდაჭერას ჰპოვებს, ის შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ახალ სუბიექტად იყოს შეყვანილი.
ამასთან ერთად, კანონპროექტის თანმდევ განმარტებით ბართში ღიად არის მოხსენებული ყირიმი.
მასალის გამოყენების პირობები