რუსეთი ძალადობას ახორციელებს. ყირიმი უკრაინის დამოუკიდებლობის საფასური ვერ იქნება. განცხადება ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯან ასსელბორმა ევროკავშირის საგანგებო სხდომის დაწყების წინ გააკეთა, რომელიც უკრაინაში შექმნილ სიტუაციას ეხება.
მისივე თქმით, რუსული ნაციონალური უმცირესობის დასაცავად არსებობს სხვა არასაომარი მეთოდები.
„ის რაც ხდება ის ძალადობაა უკრაინაზე და ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით. პრეზიდენტ პუტინსა და დუმას შორის რაღაც თეატრალური მოქმედება მიმდინარეობს, თითქოს უკრაინაში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეების დასაცავად",_ განაცხადა ასსელბორნმა და ხაზგაზმით აღნიშნა: „მიმაჩნია, რომ ყირიმი უკრაინის დამოუკიდებლობის საფასური ვერ იქნება".