Forbes-ის პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში სამი ქართველი მოხვდა: ბიძინა ივანიშვილი, დავით იაკობაშვილი და ალექსანდრე ჯაფარიძე. თუმცა ამ სამეულიდან, რეიტინგის თანახმად, ყველაზე მდიდარი მაინც ბიძინა ივანიშვილია და მისი ქონება 5,2 მლრდც დოლარადაა შეფასებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი რეიტინგში ერთადერთი ქართველია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა გააჩნია. Forbes-ის რეიტინგის თანახმად, ალექსანდრე ჯაფარიძე, რომლის ქონებაც 2,1 მილიარდ დოლარია შეფასებული, საერთო რეიტინგში 828-ე პოზიციაზეა, ხოლო რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის კი 45-ე ადგილს იკავებს.
დავით იაკობაშვილი რეიტინგში 1372 ადგილზე და მისი ქონება 1,2 მლრდ დოლარადაა შეფასებული. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის კი ქონების მიხედვით დავით იაკობაშვილი 84-ე ადგილზეა.
Forbes-ის მილიარდერების გლობალურ რეიტინი პირველი ადგილი Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა დაიბრუნა და მისი ქონება 9 მლრდ დოლარით გაიზარდა და 76 მილიარდი შეადგინა.
რეიტინგში მეორე ადგილზეა კარლოს სლიმია, რომლის ქონებაც 72 მლრდ დოლარია.
მესამე ადგილზე კი არმანსიო ორტეგაა, რომლის ქონებაც 2014 წლისათვის 7 მლრდ დოლარით გაიზარდა და ამ დროისათვის 64 მლრდ დოლარს შეადგენს.
ხუთეულში ასევე მოხვდა უორენ ბაფეტი- 48,2 მლრდ დოლარი და ლარი ელისონი - 48 მლრდ დოლარი.
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეულში ასევე მოხვდნენ ჩარლზ და დევიდ კოხები (40 მლრდ დოლარი), შელდონ ადელსონი (38 მლრდ დოლარი), კროსტიან (36,7 მლრდ დოლარი) და ჯიმ (34,7 მლრდ დოლარი) უოლტონები ,
მასალის გამოყენების პირობები