გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ უკრაინაში შექმნილი კრიზისის პოლიტიკური საშუალებებით მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია. განცხადება ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია „ტოიტერზე" დაყრდნობით ავრცელებს.
„ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიანი ეს კრიზისი პოლიტიკური მეთოდებით მოგვარდეს",_ განაცხადა ზაიბერტმა და მოსკოვს მოუწოდა უკან დაიხიოს „ჯარის გადაადგილების ლოგიკისგან".