Forbes მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი 41 პუნქტით გაუარესდა. გამოცემის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 270-ე ადგილზეა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 229-ე ადგილს იკავებდა.
2014 წლისა რეიტინგით ბიძინა ივანიშვილის ქონება 5,2 მილიარდი დოლარია, მაშინ როდესაც 2013 ივანიშვილი 5, 3 მილიარდ დოლარს ფლობდა, მაშინ როდესაც 2012 წელს ივანიშვილი 6, 4 მილიარდი დოლარის ქონების მფლობელი იყო.
მილიარდერების გლობალურ რეიტინი პირველი ადგილი Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა დაიბრუნა და მისი ქონება 9 მლრდ დოლარით გაიზარდა და 76 მილიარდი შეადგინა.
რეიტინგში მეორე ადგილზეა კარლოს სლიმია, რომლის ქონებაც 72 მლრდ დოლარია.
მესამე ადგილზე კი არმანსიო ორტეგაა, რომლის ქონებაც 2014 წლისათვის 7 მლრდ დოლარით გაიზარდა და ამ დროისათვის 64 მლრდ დოლარს შეადგენს.
ხუთეულში ასევე მოხვდა უორენ ბაფეტი- 48,2 მლრდ დოლარი და ლარი ელისონი - 48 მლრდ დოლარი.