რუსეთმა ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობისათის მომზადება დაიწყო. რუსული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა შესაბამის ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა.
მედვედევის განკარგულების მიხედვით უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია - მშენებლობის დამკვეთი.
მედვედევმა განაცხადა, რომ აუცილებელია ქერჩის სრუტეზე ხდის მშენებლობა პრაქტიკულ სიბრტყეში გადავიდეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და უკრაინამ 2013 წელს ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მოსკოვში ვიზიტის დროს გააფორმეს შეთანხმება „ერთობლივი მოქმედებების" შესახებ ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობაზე.
მასალის გამოყენების პირობები