აშშ-ის მთავრობამ, რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის საპასუხოდ, შესაძლოა, უკრაინას სამხედრო დამხმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ტელეკომპანია ABC-ს განუცხადა.
„თუ საქმე აქამდე მივა, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით გადავიდეთ ასეთ ქმედებებზე. მიმაჩნია, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზე დევს. ეჭვი არ არსებობს, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ეს სერიოზულია", - განაცხცადა ქერიმ.
კერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მზად არის უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს.
მისვე თქმით, რუსეთის სეჭრას უკრაინაში აქცვს ალტერნატივა - თანამშრომლობა უკრაინის ხელისუფლებასთან.
მასალის გამოყენების პირობები