რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თანხმობა უკრაინაში სამხედრო ხალის გამოყენების შესახებ იქ მყოფ რადიკალებს გამოაფხიზლებს. მისივე თქმით, საუბარი მიდის „ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების ადამიანისათვის ყველაზე მთავარი უფლების - სიცოცხლის უფლების დაცვაზე და არა უმეტეს".
„რუსულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, უკრაინაში შექმნილი ექსტრაორდინალური სიტუაციის გამო, უკრაინაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების, ჩვენი თანამემამულების სიცოცხლის საფრთხის გამო, შავი ზღვის ფლოტის პირადი შემადგენლობის გამო რუსეთს პრეზიდენტმა ფედერაციის საბჭოში შეიტანა მიმართვა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვს შესახებ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებამდე.
ფედერაციის საბჭომ ამ მიმართვას მხარი დაუჭირა, რომელიც, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გამოაფხიზლებს რადიკალებს.
ვიმეორებ, საუბარი მიდის ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების ადამიანისათვის ყველაზე მთავარი უფლების - სიცოცხლის უფლების დაცვაზე და მეტი არაფერზე", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.