რუსი პარლამენტარები მონიტორინგის ჯგუფს ქმნიან და ყირიმში 30 მარტს დაგეგმილ რეფერენდუმზე მათ გაგზავნას დამკვირვებლების სტატუსით აპირებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, ამგვარი ჯგუფის შექმნა, რუსეთის ფედერაციის სათათბიროში გამართულ საერთაშორისო კომიტეტის სხდომაზე მოიწონეს.
„ჩვენი კოლეგები წავლენ იმიტომ, რომ დააკვირდნენ ყირიმში რეფერენდუმის მიმდინარეობას, იმისათვის, რომ ის ლეგიტიმურად ჩატარდეს და მასზე ყირიმელებმა საკუთარი ნების გამოხატვა შეძლონ",_ განაცხადა სხდომაზე კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხაილ მარგელოვმა.
მასალის გამოყენების პირობები